ნინი კაკაბაძე - ფოტოგრაფი
- WM Media
- Mar 31, 2024
- 1 min read
Updated: Jun 3, 2024

ალბათ რაც გათვითცნობიერებულად მახსოვს ჩემი თავი, იქიდან მოყოლებული ვიღებ. პირველად ფირის ე.წ. „სასაპნე კამერა“ ავიღე ხელში. 8 წლის ვიყავი დაახლოებით,.მეგონა ფირი არ იდო, გავედი უბანში და მეზობელ თანატოლებს ფოტოებს ვუღებდი, რა თქმა უნდა ყველას ვაჯერებდი, რომ ფირი იდო და მართლა ვიღებდი, გადავახვევდი და ვიღებდი, გადავახვევდი და ვიღებდი და ესე დავცალე 36 კადრიანი ფირი, რომელიც კამერაში თურმე ნამდვილად იდო, წინა დღეს მამაჩემს ჩაუდია. ის ფირი ახლაც მაქვს და ძალიან სასაცილო ფოტოებია, თუმცა ჩემი პირველი ფოტო სესია ზუსტად ეს გამოვიდა ჩემდა უნებურად.
Comments