top of page

მანანა კვიციანი - მთის რეჟისორი

Writer's picture: WM MediaWM Media

Updated: May 26, 2024


სასტუმრო ''ლაჰილი''-ს დამფუძნებელი


ავტორი: მაკუნა ქავთარაძე

ჩემი ცხოვრების რაღაც მომენტში ისე აღმოჩნდა, რომ ერთი ბინიდან მეორეში გადასვლამდე დრო მომრჩა. 

დავიწუწუნე თუ არა ამაზე, ძმებმა დადვანებმა შემომთავაზეს, ეგ ორი კვირა მესტიაში, მათ მშობლებთან ერთად გამეტარებინა. 

ჩავედი.  

ერთ მზიან დილას, თბილისიდან დარეკეს, მეორე დღეს, ერთი ღამით, სტუმრად მოდიოდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კაცის შვილი.

აწრიალდა მასპინძელი.

მე დავაიმედე იმითრომ ათ კაციანი სუფრის გაშლას უპრობლემოდ შევძლებდი. მანანამ თქვა გამორიცხულია-ო. გავლენიანი პრინცის წინაშე ლანგრებით არ გარბებინებ, კონკიასაც კი ბრდღვიალა კაბა ეცვა საბედისწერო წვეულებაზე-ო. 

ვისთან არ დავრეკეთ, ამ გაგანია პანდემიაში, აი ის დროა, არც წამალი და არც ექიმი რომ არსად არის. 

ერთი დღის სამუშაოსთვის ყველა უარს გვეუბნებოდა. მაგრამ, მანანა არ დანებდა და აი, ჩემთვის დღემდე ამოუხსნელი მოხერხებულობით, ზუგდიდიდან ამოიყვანა მეგრელი ქალი. დაააბინავა. აჭამა, მოაწესრიგა, დაათვალიერებინა, წინასწარ მისცა მითითება- დარიგება თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. როდის თეფში აეღო, რომელი მხრიდან. როგორ და რომელ მომენტში გამოეტანა სამზარეულოდან ჭურჭელი.

მაგიდასთან კერზები როგორ მიეტანა ეგეც დეტალურად, გარკვევით და გადამეორებით ასწავლა.  თუმცა სუფრა, თვითონ მანანამ მოამზადა.

თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო. უბრალოდ, ვახშმის დაწყებიდან ერთ საათში, მე და მანანა ერთმანეთს შევეჩეხეთ სამზარეულოში, ლანგრებით ხელში. ის დამხმარე ქალი თამადასთან იჯდა და სადღეგრძელოებზე იღიმოდა. 

მაგ სტუმრობამ კი კარგად ჩაიარა, მიუხედავად იმისა რომ სტუმარი ათის ნაცვლად ოცი მოვიდა.  კაცები კმაყოფილები იყვნენ. რატომაც არა, კერძები უგემრიელესი იყო. ოთახები სუფთა და პრიალა. მასპინძელი მომღიმარი. ხედები ფანტასტიური. 

ერთი ისაა რომ, მაგიდაც მანანამ გაშალა და აალაგა, სანამ მე კაბას ჯერ ვიცმევდი და მერე სტუმარს ვაცილებდი. იმ დამხმარემ დაუმსახურებელი გასამრჯელო ამაყად წაიღო და მეც ‘’პრინცი’’ ისე არ მომეწონა, ჩემი დაოჯახების შანსებზე საბოლოოდ ჩაიქნია ხელი მთელმა ოჯახმა.

ახალგაზრდა მილიონერს თუ იწუნებს ეჰ, აბა ვისღა გაყვებაო. 

ამ მაგალითით მინდა წარმოიდგინოთ, რამხელა ფიზიკური შრომა, მენტალური სიძლიერე და ემოციური წონასწორობა უნდა ჰქონდეს ქალს, რომელსაც სამი ბიჭი ყავს, თანაც, ოჯახში ყველა უბატონო სვანი და მიუხედავად ამისა, ცხოვრება ორჯერ დაიწყო თავიდან. 

ჯერ იყო და ააშენა სასტუმრო ‘’Villa Mestia’’ ახლა კი ‘’LAHILL’’-ის ახალგახსნილობის გამოწვევებს უმკლავდება!


როცა მირეკავენ შეკითხვით : ‘’მესტიაში რა ვნახოთ’’, მე ვპასუხობ ‘’დადვანები’’ და ნუ დანარჩენი, რასაც ფანჯრიდან დაინახავთ… 



464 views0 comments

Kommentare


bottom of page