გამარჯობა,
მე ვარ ხათუნა
მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეჟისორის თანაშემწე.
ცხოვრება ხომ მოულოდნელობებითაა სავსე და მეც, აბსოლუტურად მოულოდნელად აღმოვჩნდი საგარეჯოს რ-ნი სოფ.ნინოწმინდაში.
ეხლა დავიწყოთ თავიდან: ვარ ისეთი თბილისელი, რომლის ოჯახსაც არ ჰქონია სოფელი.არადა ყოველთვის ძალიან გვინდოდა და გვჭირდებოდა.
ამ ათიოდე წლის წინ მივაგენით და მივადექით (ჩემი ღრმა რემენით ღმერთმა მიგვიყვანა)ზემოთ ხსენებულ საგარეჯოს რ-ნი სოფ.ნინოწმინდას.
აუცილებელი პირობა იყო-აგარაკი ყოფილიყო თბილისთან ახლოს და ისე აგიხდეთ ყველა კეთილი ნატვრა, როგორც ეს მოხდა.
მე და ჩემი ქალიშვილი მოვიხიბლეთ კარ-მიდამოთი…
ცოტა ხელი შევავლეთ:რაღაცა ავაშენეთ,დავანგრიეთ,ცოტა შევაკეთეთ და გადავაკეთეთ,გავმართეთ,ჩავდგით და საბილოოდ მივიღეთ (გადაჭარბების გარეშე)არაჩვეულებრივი სახლი.
კახეთი ხომ ღვინის გარეშე რა მოსახსენებელია,ხოდა გვაქვს ბატონო “პინო”-ს ხეივანი.“პინო” ფრანგული წარმოშობის ვაზია.
მოგეცათ ლხენა პინოსგან ღვინო დგებაააა.... სულ ლხენის ხასიათზე გაყენებს…
გავმართეთ მარანი,სახელზე ბევრი არ გვიფიქრია და დავარქვით “პინოსონატა”.
უნდა ნახოთ ეს სოლოლაკში დაბადებუ-გაზრდილი და ამჟამადაც სოლოლაკში მცხოვრები დედა-შვილი,რა გულმოდგინედ ვუვლით ამ ჩვენს ხეივანს: ვსხლავთ, ვფურჩნით (ესეც ვისწავლე),ვაბამთ,ვამაგრებთ,ვუბარავთ,ვამწიფებღ,ვკრეფთ.. რთველი ვიცით ისეთი, სპექტაკლი გეგონებათ. და ბოლოს, ღვინოს ვაყენებთ ისეეეთს სულ რომ ამაოებას გავიწყებს და ლხინის ხასიათზე გაყენებს. მეტი რა გითხრათ, “გაგონილს ნანახი ჯობია-ო”და დაჭაშნიკებული ხომ ჯობია და ჯობია.
მობრძანდით ბატონო, მესტუმრეთ და მე ვიცი და ჩემმა “პონომ”...
სიყვარულით,
ხათუნა
תגובות